საქართველოს პოლიტიკური არენა რინგად იქცა – პოლიტიკოსების ცნობილი ჩხუბები (ვიდეოკოლაჟი)

საქართველოს პარლამენტის კედლებს არაერთი მწვავე დებატები და “ქუჩური გარჩევები” ახსოვს. თავისებურ ტრადიციად იქცა ამა თუ იმ თემის არავერბალური განხილვა, ანუ ხელჩართული ჩხუბი. დაპირისპირება, ჩხუბები, რომლებსაც აგერ უკვე დაახლოებით 10-15 წელიწადია ვადევნებთ თვალყურს, არა მარტო ქართული, არამედ უცხოური მედიის განხილვის საგანია. საინტერესოა, რომ ხელჩართულ ჩხუბში პარლამენტარები სხვადასხვა საგნებს იყენებენ, საკანონმდებლო ორგანოს დარბაზებში კალმები, ბოთლები, მიკროფონები “დაფრინავენ”. იყო შემთხვევა, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში სისხლიც კი დაიღვარა. ინიციატორი იმდროინდელი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი გახლდათ. მან “ახალი მემარჯვენეების” მაშინდელ გენერალურ მდივანს დავით საგანელიძეს “კასტეტით” თვალის არეში სერიოზული ჭრილობა მიაყენა. როგორც მაშინ ექიმებისგან გახდა ცნობილი, საგანელიძეს თვალის ფსკერი დაუზიანდა. გარდა ამისა, „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილ გენმდივანს მარჯვენა ხელი ჰქონდა მოტეხილი.

აღსანიშნავია, რომ ხანდახან დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოს კედლებსაც სცილდება და სხვა სივრცეშიც გრძელდება. „კვირა +“ გთავაზობთ პოლიტიკოსების ცნობილი ჩხუბების ვიდეო და ფოტომასალას.

[youtube]http://https://www.youtube.com/watch?v=EAHUIGd82zg/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

[youtube]http://https://www.youtube.com/watch?v=gRZI_wI134k/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

[youtube]http://https://www.youtube.com/watch?v=td8S5TdOehM/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

[youtube]http://https://www.youtube.com/watch?v=z5uHfRZ6gcY/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

[youtube]http://https://www.youtube.com/watch?v=ueLm54aiI2o/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

[youtube]http://https://www.youtube.com/watch?v=5dtrJXc_QNY/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

[youtube]http://https://www.youtube.com/watch?v=CLxQtr5eHq4/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები