გერმანიის ქალაქ ჰალეში პრემიერლიგა – “german open”-ში ქართველმა კარატისტმა, გოგიტა არქანიამ ევროპის ჩემპიონი დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა. გოგიტა არქანია 84 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მან 6 ბრძოლა ჩაატარა და ფინალში გერმანიის ნაკრების კაპიტანს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, ჯონათან ჰორნეს მოუგო. გოგიტა არქანიას აქვს დიდი შანსი, რომ მოხვდეს, საქართველოს სახელით, ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ტოკიოში 2020 წელს გაიმართება. რაც შეეხება პრემიერლიგას, ის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი შეჯიბრია. გოგიტა არქანიას წონაში 104 მონაწილე ასპარეზობდა. გოგიტა არქანია საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და კლუბ „ალიგატორის“ მწვრთნელია.