“საქართველოს ბევრი „ნიკოლოზ ბასილაშვილი“ არ ჰყავს”!-ირმა ჭკადუა ჩოგბურთელის გერმანიასთან წაგებას ეხმაურება
საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესების დამცველი ირმა ჭკადუა, სპორტსმენის მიერ გერმანიაში წაგებულ თამაშს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს მარცხი მის მიმართ განხორციელბულმა მორალურმა ტერორმა გამოიწვია.
„შეუძლებელია უკვალოდ ჩაევლო იმ ფსიქოლოგიურ და მორალურ ტერორს, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარდა, საქართველოს არ ჰყავს ბევრი „ნიკოლოზ ბასილაშვილი“ და მსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პატივისცემა მის მიმართ.
ვიმედოვნებ, რომ მალე აღიდგენს წონასწორობას და წარმატებით გააგრძელებს ასპარეზობას. ჩვენ კი, მისი იურისტები, პირობას ვდებთ, ყველაფერს გავაკეთებთ მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
შეგახსენებთ რომ გერმანიაში მიმდინარე საჩვენებელ ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე შეხვედრა წააგო.
გერმანელმა ჩოგბურთელმა ქართველი მოწინააღმდეგე იოლად 2-სეტში 6-1, 7-5 დაამარცხა.