საფრანგეთში ქალაქ ბრეტანში ერთ-ერთ ფერმაში შეპარული მელა ქათმებმა მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს.
BBC-ის ინფორმაციით, მელა, რომელიც ფრინველების ფერმაში შეპარვას ცდილობდა ქათმების თავდასხმას ემსხვერპლა.
ქათმების ფერმა ერთ-ერთ აგრარულ სკოლას ეკუთვნის. სტუდენტები ვარაუდობენ, რომ მელა საქათმეში წინა დღეს შეიპარა და შიგნით მომწყვდეული მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც კარი ავტომატურად ჩაიკეტა.
სტუდენტების განცხადებით, ქათმებმა ცხოველს ნისკარტებით “შეუტიეს”.
სხვა სიახლეები