საფრანგეთის მთავრობა იმ ექიმების პასუხისგებაში მიცემას ან დაჯარიმებას გეგმავს, რომლებიც “ქალიშვილობის ცნობებს” გასცემენ ტრადიციული რელიგიური ქორწინებებისთვის.
BBC ქვეყნის შს სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კანონით შეიძლება, დაწესდეს თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით, ან 15 ათასი ევროს ოდენობით დაჯარიმდება ექიმი, რომელის მსგავს ცნობას გასცემს.
France 3-ის ინფორმაციით, მსგავსი ცნობის მიღების სურვილით ფრანგი ექიმების 30%-ს მიმართეს, თუმცა, მათი უმრავლესობა გაცემაზე უარს აცხადებს.
აღინიშნება, რომ “ქალიშვილობის შემოწმება” გაერო-ს უამრავ ქვეყანაში ფიქსირდება, Human Rights Watch-სა და სხვა ორგანიზაციების მიერ. ის არა მხოლოდ რელიგიური მოტივებით ხდება, არამედ უსაფრთხოების ძალებში გადაბირების შემთხვევაშიც.
ამგვარი ტესტები ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთში, ავღანეთში, ბანგლადეშსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
“ქალიშვილობის აპკის” დარღვევის შემთხვევაში, მუსლიმი ქალები შესაძლოა, ოჯახიდან და ადგილობრივი თემიდან გარიყონ, ზოგიერთ მათგანს კი კლავენ ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალიშვილობის აპკის ვიზუალურად ან თითების გამოყენებით შემოწმების პრაქტიკა ვერ ამტკიცებს, ჰქონდა თუ არა გოგონას ან ქალს ვაგინალური სქესობრივი აქტი. ორგანიზაციის განცხადებით, ასეთი შემოწმება ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს.