საფრანგეთში „პატარა უფლისწულის“ მიხედვით გამოფენა გაიმართა

საფრანგეთის ქალაქ ვერსალში ფრანგი მწერლის, ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოების – „პატარა უფლისწულის“ მიხედვით გამოფენა გაიმართა. 1000 კვადრატული მეტრის ფართობის პავილიონში ბავშვები და მათი მშობლები „პატარა უფლისწულის“ ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობას შეძლებენ.

„პატარა უფლისწული“ ანტუან დე სენტ-ეკზიუპერმა 1943 წელს გამოსცა. მან ის ნიუ – იორკში ცხოვრებისას დაწერა. ეკზიუპერი სამხედრო მფრინავი იყო. 1943 წელს ის ფრანგულ სამხედრო-საჰაერო ძალებში დაბრუნდა და ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიაში მონაწილეობდა. 1944 წლის 31 ივლისს კუნძულ სარდინიაზე გაფრინდა სადაზვერვო მისიით, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. მხოლოდ 2000 წლის მაისში მყვინთავმა ლიუკ ვანრელმა განაცხადა, რომ ზღვაში, 70 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინა თვითმფრინავის ნამსხვრევი, რომელიც, შესაძლოა, სენტ-ეკზიუპერისას ეკუთვნოდა. გამოძიების შედეგად ეს ვერსია დადასტურდა. ამასთანავე, თვითმფრინავის ჩამოვარდნის და ეკზიუპერის დაღუპვის მიზეზი დღესაც უცნობია.

კომენტარები

სხვა სიახლეები