საფრანგეთის, რენიუნიონის კუნძულზე ზვიგენმა ბრიტანელი ტურისტი შეჭამა.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Sun წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 44 წლის შოტლანდიელი მამაკაცი 2 ნოემბერს წყალში ბანაობის შემდეგ დაიკარგა. მის გაუჩინარებაზე განცხადება მეუღლემ გააკეთა.
სამძებრო სამუშაოებში ნავები და ვერტმფრენი იყო ჩართული, თუმცა მამაკაცი ვერ იპოვეს.
მოგვიანებით კუნძულის სანაპიროსთან ზვიგენი მოკლეს, რომლის კუჭში დაკარგული ტურისტის ხელი იქნა ნაპოვნი.