QNET-ი — უმსხვილესი აზიური კომპანია, რომელიც პირდაპირი გაყიდვების სფეროში მოღვაწეობს, ინგლისის პრემიერ ლიგის საფეხბურთო კლუბ MANCHESTER CITY-სთან თანამშრომლობას აგრძელებს: როგორც QNET-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, კომპანია MANCHESTER CITY-ს ოფიციალური პარტნიორის სახით კიდევ 3 წელი — 2020 წლამდე იქნება წარმოდგენილი.
QNET-ი აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ სპორტულ ღონისძიებებში; მისი წარმომადგენლების რწმენით, კორპორაციული ფილოსოფია — „მამოძრაველები ძალა, წარმატების სურვილი და გუნდური თამაში“ მათსავე საქმიანობით უნდა იყოს გამყარებული.
QNET-მა MANCHESTER CITY-სთან თანამშრომლობა 2014 წლიდან დაიწყო; კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევორ კუნამ კი ურთიერთობის გაგრძელების შესახებ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლება გრძელდება. ორივე ჩვენგანი წარმატებისთვის მებრძოლ გუნდს წარმოადგენს და მიგვაჩნია, რომ ეს გაერთიანება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“. MANCHESTER CITY-მ პრემიერ ლიგის 2016-2017 წლის სეზონზე მესამე ადგილი დაიკავა და უეფას ჩემპიონთა ლიგის შემდეგი სეზონის საგზურიც მოიპოვა: ივლისში ხოსებ გვარდიოლას გუნდი აშშ-ში მიემგზავრება, 2017 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.
MANCHESTER CITY-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი პარტნიორობის საკითხებში — დამიან უილოუბი QNET-თან თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს: „მოხარულები ვართ, რომ კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელება ჩვენს კიდევ ერთ პარტნიორს სურს. ჩვენი ბიზნესი განუწყვეტლივ იზრდება და ვითარდება, მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ. რამდენადაც ახლა ინგლისის პრემიერ ლიგის ახალი სეზონი იწყება, უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენს ბრიტანელ და უცხოელ ფანებთან კომუნიკაცია დავამყაროთ და მათთან ერთად დაუვიწყარი გამოცდილებები გავიზიაროთ“.
ინგლისის პრემიერ-ლიგის სატურნირო ცხრილი 2016/2017 (ტოპ 5)
(R)