- გაციების პირველივე ნიშნებისას გაჭერით დიდი ხახვი და დაყნოსეთ. ეს პროცედურა დღეში 3-4-ჯერ გაიმეორეთ.
- 100 გრამი ნიორი დაჭყლიტეთ, დაასხით ერთი ჭიქა არაყი და კარგად აურიეთ. ერთი წვეთი დაიდეთ ენაზე, გააჩერეთ პირში, მერე კი გადაყლაპეთ. ასე გაიმეორეთ დღეში რამდენჯერმე, 3-4 დღის განმავლობაში.
- ლიმონი კანიანად დაჭერით წვრილად და მცენარეული ზეთი დაასხით. ნარევი ცხვირის ნესტოებში რამდენჯერმე წაისვით. შეიძლება, ღრძილებზეც მოისვათ ჭამის წინ და მას მერე.
- 1,5 ლიტრ ადუღებულ წყალს დაამატეთ 1 სუფრის კოვზი მსხვილი მარილი, 1 ლიმონის წვენი და 1 გრამი C ვიტამინი. კარგად აურიეთ და 1,5 საათის განმავლობაში ნელ-ნელა დალიეთ.
- 1 ლიმონი 1 წუთით მოათავსეთ ცხელ წყალში, მერე კანიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. აურიეთ 100 გრამ კარაქსა და 1-2 სუფრის კოვზ თაფლთან ერთად. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი, ყოველ 2-3 საათში ერთხელ. შეინახეთ და გამოიყენეთ, როგორც ჩვეულებრივი კარაქი.
- მაღალი ტემპერატურის დროს ერთგვაროვან მასად აურიეთ 2 უმი გახეხილი კარტოფილი და 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. ფაფისებრი მასა რამდენიმეშრიან ნაჭერში ან მარლაში მოათავსეთ და შუბლზე მიიდეთ. 2 საათში შეცვალეთ ახალი მასით.
- გახეხილ ჟოლოს ან ჟოლოს მურაბას 500 მილიგრამი ადუღებული წყალი დაასხით და დადგით 20 წუთით. ღამით, ძილის წინ დალიეთ ორი ჭიქა ერთ მიღებაზე. ჟოლოს ნაყენი (10 კენკრა ერთ ჭიქა ადუღებულ წყალზე) ასევე სასარგებლოა გაციების, სიცხის დროს, კარგია ყელში გამოვლებაც.
- გაციებისა და ვირუსებისგან რომ დაიცვათ თავი, ყოველდღე უნდა წაისვათ კბილებზე ნიორი, დაყნოსოთ ნიორი.
Prev Post
სხვა სიახლეები