საუდის არაბეთში, პირველად ისტორიაში, ბოულინგის და ბილიარდის კლუბები გაიხსნება

საუდის არაბეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა თურქმა ბენ აბდელმუსხინ ალ შეიჰმა, ბოულინგის მსოფლიო ცენტრის ხელმძღვანელებთან შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით, საუდის არაბეთში პირველი სამი ბოულინგ და ბილიარდ კლუბები გაიხსნება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კლუბი სამეფოს სამ ქალაქში გაიხსნება. ესენია ერ-რიადი, ჯიჯა და ედ-დამამი. შეთანხმების მიხედვით სამეფოში გამოყოფენ სპეციალურ ადგილს დრიფტისთვის და სხვა სპორტული პროექტებისთვისაც.
ხელისუფლებაში მეფე სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდის 2015 წელს მმართველობის ჩაბარების და მემკვიდრე პრინცად თავისი შვილის, მუჰამედ ბენ სალმანის დანიშვნის შემდეგ, სამეფოში სწრაფი ცვლილებები განხორციელდა. მას მერე საუდის არაბეთში ქალებს მეტი თავისუფლება მიეცათ, მათ გასული წლიდან მანქანის მართვის და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლებაც აქვთ. ასევე, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, გასული წლის 26-30 დეკემბერს, პირველად სამეფოს ისტორიაში, ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში.

კომენტარები

სხვა სიახლეები