საუდის არაბეთში მოზარდი ბიჭი იმისთვის დააკავეს, რომ მან ამერიკელ თინეიჯერ გოგონასთან ინტერნეტში ფლირტი გამართა. 19 წლის აბუ სინს ბრალი უკვე წაუყენეს. მოზარდებმა ერთმანეთი საიტ YouNow-ზე გაიცნეს. ისინი ერთმანეთს დაუმეგობრდნენ. კალიფორნიელმა მოზარდმა ბლოგერმა მათი საუბრის ჩანაწერი YouTube-ზე გამოაქვეყნა. ეს ვიდეო ინტერნეტში საკმაოდ სწრაფად გავრცელდა. საუდის არაბეთის ხელისუფლებამ აბუ სინი ამორალური საქციელისთვის დააკავა, რომელიც ქვეყნის რელიგიურ ფასეულობებს ეწინააღმდეგება.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=h9nkSHvmcRY[/youtube]