საუდის არაბეთის “მძინარე პრინცი” 20-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

საუდის არაბეთის პრინცი ალვალიდი, რომელიც ლონდონში მომხდარი სერიოზული ავარიის შემდეგ, 2005 წლიდან კომაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. ტრაგიკული ავარიის დროს, ის მხოლოდ 15 წლის იყო. ინფორმაციას the national news-ი ავრცელებს.
ავარიის შემდეგ, ახალგაზრდა პრინცმა 20 წელზე მეტი გაატარა კომაში, ის ერ-რიადის საავადმყოფოში სიცოცხლის შემანარჩუნებელ აპარატებზე იყო შეერთებული. ექიმების პროგნოზების მიუხედავად, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში დაჟინებით მოითხოვდნენ სიცოცხლის შემანარჩუნებელი აპარატის გამორთვას, მისმა მამამ, პრინცმა ხალედ ბინ ტალალმა, უარი თქვა სისტემების გამორთვაზე და სასწაულის მოლოდინში იყო.
პრინცის გარდაცვალების შესახებ მამამ სოციალურ ქსელში პირადად გაავრცელა ინფორმაცია.
“გულებით, რომლებსაც სწამთ ალაჰის ნებისა და განგების… ჩვენ ვგლოვობთ ჩვენს საყვარელ შვილს… ალაჰმა შეიწყალოს იგი”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები