წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი სამლოცველო თერჯოლაში, რომელიც ყველა სურვილს ასრულებს

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს გიორგობას აღნიშნავს. განსაკუსთრებით კი თერჯოლაში სოფელ გოგნში, სადაც წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოა, ისტორიის მიხედვით, სამლოცველო სასწაულმოქმედია, მას სამჯერ უნდა შემოუარო, რათა სურვილი, რომელსაც შესთხოვ, ასრულდეს.
რო­გორც ლე­გენ­და გად­მოგ­ვ­ცემს, სო­ფელ გოგ­ნ­ში ყვე­ლა მა­მა­კა­ცი და­ღუ­პუ­ლა და მი­ზე­ზი ვე­რა­ვის გა­უ­გია. სოფ­ლის ერთ მკვიდრს სიზ­მ­რად უნა­ხავს, თქვე­ნი უბე­დუ­რე­ბის მი­ზე­ზი მდი­ნა­რე­ში ეძე­ბე­თო. მარ­თ­ლაც, მდი­ნა­რი­დან წმინ­და გი­ორ­გის ხა­ტი ამო­უბ­რ­ძა­ნე­ბი­ათ და ურემ­ზე და­უბ­რ­ძა­ნე­ბი­ათ. ხა­რე­ბი ყვე­ლა­ზე მა­ღალ ად­გილ­ზე ასუ­ლან და იქ გა­ჩე­რე­ბუ­ლან. სწო­რედ იმ ად­გილ­ზე საყ­და­რი აუგი­ათ. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ სა­ლო­ცავს კა­რი რამ­დენ­ჯერ­მე დაჰ­კი­დეს, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე ჩა­მო­ვარ­და. სწო­რედ ამი­ტომ მას “კა­რუგ­დე­ბე­ლი” უწო­დეს.
მე-8 საუკუნეში აშენებული სამლოცველო კომუნისტებმა 1925 წელს დაანგრიეს, 1990 წელს კი ის აღადგინეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები