სასწაული ალასკაზე – დაკარგული 4 ძმიდან სამი, უმცროსს საკუთარი სხეულის ტემპერატურით ათბობდა

ალასკაზე მაშველები 24 საათის განმავლობაში დაკარგულ ბავშვებს ეძებდნენ. მათი პოვნის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სამი ბიჭი უმცროს ძმას სხეულის ტემპერატურით ათბობდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბავშვებმა თოვლში ორმო ამოთხარეს, შიგნით ჩაწვნენ და ასე ყინვისგან 2 წლის ძმას იცავდნენ.

ქარბუქში 4 ძმა გაუჩინარდა, ყველაზე უფროსი მათ შორის 14 წლის იყო, შემდეგ 8 და 7 წლისები, უმცროსი კი როგორც აღვნიშნეთ, 2 წლის გახლდათ.

მაშველი, რომელმაც ბიჭების პოვნა შეძლო, იხსენებს, რომ თოვლში მოძრაობა შენიშნა და იფიქრა, რომ ერთ–ერთი ძმა იპოვა. მისივე თქმით, ორ ძმას შორის უმცროსი იწვა, მათ ზემოდან კი უფროსი ეფარებოდა.

მაშველებმა ბავშვებს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სამედიცინო დაწესებულებაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, სამ მათგანს ჰიპოთერმია აქვს. მაშველები კი გაოცებულნი არიან იმით, რომ 24 საათის განმავლობაში, მსგავს დაბალ ტემპერატურაში ბავშვებმა გადარჩენა შეძლეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები