სასურველია, ყველა მნიშვნელოვანი საქმე ამ პერიოდში მოესწროს – რა პერიოდზე საუბრობს მიხეილ ცაგარელი

რას გვპირდება მაისის თვე და როდის დგება ყველაზე უარყოფითი, მძიმე და დისჰარმონიული პერიოდი, ამის შესახებ მიხეილ ცაგარელი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:

„მაისი, მთლიანობაში, ადამიანების უმრავლესობისთვის, საკმაოდ დინამიკური, აქტიური და პოზიტიური თვეა. მიუხედავად იმისა, რომ 15 მაისამდე პლანეტა მერკური იქნება რეტროგრადული, ანუ უკუმავალი, 9-დან 15 მაისამდე პერიოდი შეიძლება, უჩვეულოდ ენერგიული და ნაყოფიერი გამოდგეს, რადგან 5 მაისს მთვარის დაბნელება დაასრულებს დაბნელებების დერეფნის დამამძიმებელ ზეგავლენას, 7 მაისს კი პლანეტა ვენერა ტყუპების ზოდიაქოდან კირჩხიბის ნიშანში გადაინაცვლებს.

სასურველია, ყველა მნიშვნელოვანი საქმე, ახალი წამოწყება და დასახული გეგმის განხორციელება ამ პერიოდში მოესწროს, რადგან 18 მაისიდან დედამიწის ბიოსფერო უარყოფითი კოსმიური ზემოქმედების ზონაში შევა. ყველაზე უარყოფითი, მძიმე და დისჰარმონიული კი 20-30 მაისის მონაკვეთი აღმოჩნდება“.

კომენტარები

სხვა სიახლეები