დღეისათვის ქალებმა თითქმის უკვე მიაღწიეს თანასწორუფლებიანობას მამაკაცებთან. თუმცა ადრე ქალებისთვის მრავალი ტაბუ არსებობდა, რომელთა დარღვევის გამოც ისინი სერიოზულად ისჯებოდნენ. წარმოგიდგენთ იმ სასჯელებს, რომლებიც ქალებს ამა თუ იმ საქციელის გამო წარსულში ელოდათ.
ღალატისთვის – ცხვირის მოკვეთა და ქონების წართმევა
ფილიპე მეორე სიცილიელის მმართველობისას ქალებს ცხვირს აჭრიდნენ და ართმევდნენ ქონებას და ბავშვებს. ასე რომ, თუ სიკვდილით არ სჯიდნენ, მხოლოდ ორ გამოსავალს უტოვებდნენ: ქურდობა ან პროსტიტუცია.
ოჯახური მოვალეობის შეუსრულებლობის გამო – პატიმრობა
იმას, თუ როგორ ასრულებდა ქალი საოჯახო საქმეებს, მამაკაცი განსაზღვრავდა. თუ მამაკაცს ურჩი ქალი შეხვდებოდა, მას სახელმწიფო ეხმარებოდა. ბარსელონაში მეთვრამეტე საუკუნეში არსებობდა გამოსასწორებელი სახლი ცუდი ცოლებისთვის. იქ ორნაირ ქალთა ჯგუფს ამწესებდნენ: ქურდებს და მეძავებს და მათ, ვისი სწორ გზაზე დაყანებაც ქმრებს არ შეეძლოთ.
ქორწინების გარეშე ფეხმძიმობა – ბავშვის ჩამორთმევა და საგიჟეთში გამოკეტვა
ბრიტანელები და ამერიკელები 60-70 წლის წინ ქალებს ქორწინების გარეშე ფეხმძიმობის გამო სჯიდნენ. ბავშვს ართმევდნენ და აშვილებდნენ, ქალები კი ზოგჯერ ათეულობით წლები ატარებდნენ საგიჟეთში, რადგან მაშინდელი ფსიქიატრები გაუთხოვარ დედებს ასოციალურ პირებად აცხადებდნენ, რომლებსაც მკურნალობა ესაჭიროებოდათ.
მეზობლებთან ჩხუბის გამო – შერცხვენა და წყალში ჩაყურყუმალავება
შუასაუკუნეების ევროპაში თუ ქალი ხმამაღლა ჩხუბობდა მეზობლებთან, მას სამარცხვინო სკამს უსჯიდნენ. ხალხს უყვარდა დასჯის ყურება, სკამზე მიბმულ ქალს დიდი მხიარულებით მიათრევდნენ დასახლებულ პუნქტებში. შემდეგ წყალში აყუდებდნენ და უკან ამოჰყავდათ. ზოგი ქალი შოკისგან კვდებოდა კიდეც.
კაცური სამუშაოს შესრულების გამო – ჯარიმა
დროდადრო ვინმე ჯეინს ან ჯულიეტს მოუვიდოდა აზრად, გადაეცვა კაცის სამოსი და მაგალითად, ფლოტში ჩაწერილიყო. რა თქმა უნდა, ეს აკრძალული იყო. ასეთ ქალებს უღირსი ქცევისთვის სჯიდნენ. თუმცა ეს სასჯელი შედარებით მსუბუქი გახლდათ: ქალებს მხოლოდ ჯარიმა ეკისრებოდათ და ქალური სამოსის ტარება.
წყარო: http://www.ambebi.ge