„სასოწარკვეთილმა დიასახლისმა“ ევა ლონგორიამ ტექსტილის კოლექცია გამოუშვა

მსახიობმა, L’Oreal Paris წარმომადგენელმა, პროდიუსერმა და წიგნის Eva’s Kitchen ავტორმა ევა ლონგორიამ დიზაინერის პროფესიაც შეითავსა. თუმცა საუბარია არა მოდურ ტანისამოსზე, არამედ ტექსტილის ხაზზე სახლისთვის. ერთ-ერთ ინტერვიუში ევამ აღიარა, რომ ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო, რომელიც, როგორც იქნა, რეალობად იქცა.
ახლახან მსახიობმა კოლექციის Eva Longoria Home პრეზენტაცია გამართა. კოლექციის ძირითადი ფერებია – ნაცრისფერი და ცისფერი. სწორედ ეს ფერები, ევას მოსაზრებით, სრულ რელაქსაციას უწყობს ხელს.
„თუ სახლში რამის შეცვლა გსურთ, საძინებლით დაიწყეთ. ლამაზმა საწოლმა შესაძლოა, თქვენს ურთიერთობებს ახალი იმპულსი მისცეს! იმისთვის კი, რომ სახლი კიდევ უფრო მყუდრო გახდეს, შეცვალეთ ბალიშები თქვენს დივანზე და „ჩააცვით“ ახალი, მკვეთრი, ბისერით დეკორირებული ბალიშის პირები. ეს საკმარისი იქნება, რომ ინტერიერს ახალი ფერები შესძინოთ“, – ამბობს ევა.
12988077_1167969733243263_544218072_n 13022190_1167969743243262_2032606445_n 12988005_1167969739909929_1344296742_n

კომენტარები

სხვა სიახლეები