„სასოწარკვეთილი დიასახლისი“ ევა ლონგორია მესამედ გათხოვდა (ფოტო)

მსახიობი, ცნობილი სერიალის „სასოწარკვეთილი დიასახლისი“ ევა ლონგორია, მესამედ გათხოვდა. „ისინი საკურთხეველთან დაქორწინდნენ, მათ თავზე უამრავი პატარა ნათურა ციმციმებდა. ეს ძალიან რომანტიკული იყო. ევამ თმა გაშალა და მთელი ცერემონიის განმავლობაში იღიმებოდა. ნეფეს ნაცრისფერი კოსტიუმი ეცვა“, – ჟურნალ People-ს წყაროს სიტყვებით, ევა ლონგორიას და ბიზნესმენ ჰოსე ანტონიო ბასტონის ქორწილში ანტურაჟი საუკეთესოდ შეესაბამებოდა ცერემონიას.
ქორწილისთვის წყვილმა მექსიკის ერთ-ერთი პატარა ქალაქი – ვალიე-დე-ბრავო შეარჩია. ქალაქში 200 სტუმარი ჩაიყვანეს, მათ შორის ევას საუკეთესო მეგობრები – ვიქტორია და დევიდ ბექჰემები და პენელოპა კრუსი იყვნენ. სხვათა შორის, ევას საქორწინო სამოსის ავტორი სწორედ ვიქტორია ბექჰემია. საქორწინო ცერემონია ძალიან რომანტიკული იყო: შეყვარებულებმა სიყვარულის ფიცი მზის ჩასვლის ფონზე ტბის ნაპირთან კერძო რეზიდენციაში დადეს.
ცნობისთვის, ევასთვის ეს მესამე ქორწინებაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები