19 დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „ფორტუნასთან“ საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს შესაბამის რჩევებს აძლევს:
„მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:00-დან 14:05 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გულდასმით შეამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, რადგან მაღალია მოტყუების, შეცდომაში შეყვანის ალბათობა. ნუ ენდობით ინტუიციას, იხელმძღვანელეთ მხოლოდ ლოგიკით და საღი აზროვნებით.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სასიყვარულო თავგადასავლებისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისა და გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. პოზიტიური დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად და მკურნალობის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ენდოკრინულ სისტემას და თირკმელებს. მოერიდეთ თხილის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის, ცხარე, მარილიანი საკვების და ალკოჰოლური სასმელის მიღებას.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, მწვანე, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე იასპი, ნეფრიტი, ლაზურიტი და ჟადეიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, სირთულეების დაძლევა მოუწევთ ქალწულს და თევზებს“, – აცხადებს ცაგარელი.