თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევა სასიამოვნო შედეგით დასრულდა.
როგორც ირკვევა ერთ-ერთი მძღოლი მაკა, გიორგის ავტომობილს დაეჯახა, გიორგი ადგილზე არ იმყოფებოდა, მაკამ მას წერილი დაუტოვა.
შემდეგ გაირკვა, რომ ორივე მძღოლს „თი ბი სი“ დაზღვევამ „ბი ბოტი“ დაზღვევა აჩუქა.
„გუშინ ჩემს ფეისბუქს ვსქროლავდი და ასეთ ამბავს წავაწყდი, მაკა გიორგის მანქანას დაეჯახა და ეს წერილი დაუტოვა. რომ მოვიკითხე, დაზღვევა არცერთს არ ჰქონია.
რადგან პარასკევია და მე ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, გადავწყვიტე მაკას პასუხისმგებლიანობა წავახალისო და ორივე მძღოლს დაზღვევა ვაჩუქე, ხოლო გიორგის ავტომობილს ჩემი ხარჯით გავუკეთებ!
მიყვარს კარგი ხალხი „- აღნიშნულია „ბი ბოტის“ – ფეისბუქგვერდზე.
Prev Post
სხვა სიახლეები