“სასაცილო იქნება ახლა, ქურდის ძმაკაცები შენთან თუ მოვლენ” – რამ გააღიზიანა ქეთა თოფურია

ქეთა თოფურიას ახალ ფოტოს, რომელიც მან “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ერთერთი კომენტარი კი რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც ქეთას მეგობარი რეპერი გუფი მოსკოვში სცემეს, პოლიციის განყოფილებაში საჩივრის დასაწერად კი ის ქეთა თოფურიასთან ერთად მივიდა.
“სასაცილოა, როცა ქურდის შვილი და რეპერის
შეყვარებული პოლიციაში წერს სარჩელს”, – უწერს ქეთას, ფოტოს კომენტარბში ერთ – ერთი ფოლოვერი.
ხოლო ქეთას პასუხი კი შემდეგია: “სასაცილო იქნება ახლა, ქურდის ძმაკაცები შენთან თუ მოვლენ”.
შეგახსენებთ, რომ მომღერალ ქეთა თოფურიას მამა ანდრო თოფურია ე.წ. კანონიერი ქურდი იყო. ის 2010 წელს ციხეში გარდაიცვალა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები