თბილისში, საბურთალოზე მეცხრეკლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
გოგონას მამა, გიორგი გვარჯალაძე პირად “ფეისბუქზე” შვილს ემოციურ სტატუსს უძღვნის.
“სასაფლაოზე ავდივარ, სანამ დაღამდა… დაღამდეს, აღარ მეშინია!
ასე ყოფილა, თურმე აღარ გეშინია, როცა შენია, მართლა… შენ ხდები ნაწილი ჩვენი “შეშლილი” წარსულის, მე გემშვიდობები და არ მივდივარ არსად, არ ვიცი, ლენო რა ვქნა. ფერები მაკლდება, სიმშვიდე შემეჩვია, საღამოს გავიცანი, მოვიდა და დარჩა, არ მიშვებს, დამყვება, მიყვება ისტორიებს, ნამდვილს, ყველაფერი პირველის ამბავს, მერე ჩერდება… უკვე გვიანია… აქ ვარ, შენთან ვარ, თან მაქ ყველაფერი – იარაღი, ცხვირსახოცი, სასჯელი, და სინანული!
დასასრული. ფიქრები მერევიან, დედას გეფიცები მაგრად მერევიან მერე მერევიან. მერე გვიან? მერე გვიან უკვე გვიანია… არ გესმის რასაც გეუბნები? წავიდე? წავალ!
სიჩუმემ დამანგრია…
ეს, ლენო რომ დაიბადა მაშინ დავწერე. თურმე რაზე ვწერდი!” – წერს გიორგი გვარჯალაძე.