ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დარჩა. დროა, სადღესასწაულო საზრუნავზე ვიფიქროთ და ცოტა გავამარტივოთ რაღაცები. ეს საახალწლოდ მარტივი რჩევები და ხრიკებია, რომლებიც ყველას გამოადგება.
ნებისმიერი ნაძვის ხე უფრო დიდი და ფუმფულა გამოჩნდება, თუ მის მოსართავად მწვანე წვიმებს გამოიყენებთ. ის ღეროსთან ახლოს განათავსეთ, ტოტების შიგნით და ვიზუალურად გაზრდით ნაძვის ხის მოცულობას.
ჯადოსნურ შთაბეჭდილებას დატოვებს, თუ შინაგან შუქს მიანიჭებთ – გირლანდა რაც შეიძლება ღრმად და ხის ცენტრთან ახლოს დაკიდეთ.
ნაძვის ხის სათამაშოების უსაფრთხოდ და აკურატულად შესანახად გამოგადგებათ უბრალო პლასტიკატის ჭიქები. წვრილი სათამაშოები კი კვერცხის პაკეტებშიც მოხერხებულად ინახება.
შეგიძლიათ, კარს ზევითკენ აბრუნებული კაუჭები მიამაგროთ, რომ მათი მეშვეობით მეორე მხრიდან დაკიდებული საახალწლო მოსართავი და გვირგვინები დააფიქსიროთ.
შარშანდელი სათამაშოები მოგბეზრდათ. მათ შეგიძლიათ ახლებური იერი შესძინოთ ლაქით და ბრჭყვიალებით.
სიმპათიური სათამაშოები და ბურთები შეგიძლიათ წვიმების ან ლენტების მეშვეობით ჭაღზე დაკიდოთ.
წვრილი ლენტის (სასაჩუქრე ყუთის გასაფორმებელი ლენტიც გამოდგება) და ორი ლაქის გამოყენებით საახალწლო მანიკიურს თქვენითაც გაიკეთებთ.
ხელსახოცებს თუ ამგვარად დაალაგებთ, სუფრას განსაკუთრებულად სადღესასწაულოს გახდით
ჩვეულებრივი ტომრისგან გამოჭრილი გირლანდა ძალიან ორიგინალურ იერს სძენს ნაძვის ხეს. მარტივია, უბრალო და მყუდრო.
ბუშტებისგან, პლასტიკაის ჭიქებისა და ლენტებისგან ჭერის ან კედლის შესანიშნავი გირლანდა მზადდება.
წყარო: mshoblebi.ge