სასამართლოს მიერ პიროვნებად აღიარებული ორანგუტანი სანდრა, ფლორიდაში სახლდება

გაიცანით ორანგუტანი სანდრა, რომელიც 33 წლისაა და იგი არგენტინის სასამართლომ პიროვნებადნ აღიარა.

The Guardian–ის ცნობით, სანდრა ახლა ახალ ცხოვრებას იწყებს და იგი ფლორიდაში სახლდება.

მოსამართლე ელენა ლიბერატორმა 2015 წელს განაცხადა, რომ სანდრა ლეგალურად ცხოველი არ არის, ის პიროვნებაა, ოღონდ არა ადამიანი. პიროვნების სტატუსის გამო კი მას გარკვეული უფლებები გაუჩნდა, მაგალითად, უკეთეს გარემო პირობებში ცხოვრების უფლება. სწორედ ამიტომ სანდრა მოძველებული ზოოპარკიდან, პიროვნებისთვის საჭირო შესაბამის პირობებში გადავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები