სასამართლომ ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისთან გაყრის დეტალების გასაიდუმლოებაზე უარი უთხრა

 ლოს-ანჯელესის სასამართლომ ჰოლივუდელ მსახიობს ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისთან გაყრის დეტალების გასაიდუმლოებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პიტი და ჯოლი სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდნენ. როგორც მოსამართლემ რიჩარდ ბერჯმა სხდომაზე განაცხადა, სასამართლო ცნობს არასრულწლოვანი ბავშვების უფლებებს და მათი ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. გამოცემა USA Today-ის ინფორმაციით, პიტი ბავშვებზე დროებითი მეურვეობის უფლებას მოითხოვს. ასევე მის სარჩელში იყო მოთხოვნა გაყრის დეტალების გასაიდუმლოების შესახებ.

კომენტარები

სხვა სიახლეები