ღორმა, რომელიც ცხოველების სასაკლაოდან ადგილობრივმა მცხოვრებლება წამოიყვანეს, გადაწყვიტა, რომ ის ძაღლია. “The Daily Mirror”-ის ცნობით, საცხოვრებელ სახლში (ინგლისის საგრაფო, კემბრიჯშირი) ძაღლებს შორის ყოფნისას, ცხოველმა მათი მოქმედებების იმიტირება დაიწყო.
ღორი, სახელად ფელა ფერმერებისგან მეგობრებმა, ემილი კეიტსმა და დასტინ გრაციოტტიმ შეიძინეს. ვეგეტარიანელ წყვილს სურდა ეჩვენებინა, რომ გოჭების გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ საკვებად.
სახლში გადასვლის შემდეგ, სადაც უკვე 2 საშუალო ზომის ძაღლი ცხოვრობდა, ფელამ ისწავლა საბელით სიარული, ბრძანებების “დაჯექი” და “დაიცადე” შესრულება, ასევე ყეფა.
ღორის ყოველდღიურ რაციონში შედის მოხარშული ბოსტნეული და ბანანი. დიასახლისის თქმით, ფელას საძინებელ ოთახში ძაღლებთან ერთად სძინავს. მას აძლევენ საშუალებას სახლში უპრობლემოდ გადაადგილდეს.
“ეს იგივეა, რაც ძაღლი აიყვანო, ოღონდ ფელა უფრო სუფთაა და მისი მოვლა ბევრად ადვილია”, – აღნიშნა გოგონამ.
წყარო: http://www.zooclub.ge
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Cr7OJ_WyAxI&feature=youtu.be[/youtube]