„სარკეების ლაბირინთი“ – რა გველის 23-დან 26 დეკემბრის ჩათვლით
ატროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან
ასპექტის ზოგადი დახასიათება:
23-დან 26 დეკემბრის ჩათვლით, ცაზე აქტიურდება წლის ერთ-ერთი ყველაზე რთული ასტროლოგიური კონფიგურაცია: დაძაბული კავშირი (კვადრატი) ღირებულებების პლანეტა ვენერასა და ილუზიების პლანეტა ნეპტუნს შორის.
ეს ასპექტი ქმნის დისონანსს ჩვენს სურვილებსა და რეალობას შორის. მარტივად რომ ვთქვათ: ჩვენ ვხედავთ არა იმას, რაც არის, არამედ იმას, რისი დანახვაც გვირჩევნია.
ფსიქოლოგიური და ემოციური ფონი:
ვენერა მშვილდოსანში ითხოვს მასშტაბურ ზეიმს და იდეალურ ურთიერთობებს, მაგრამ ნეპტუნი ამ ყველაფერს „ნისლში“ ახვევს. შედეგად ვიღებთ გადამეტებულ მოლოდინებს. იზრდება ე.წ. „ვარდისფერი სათვალის“ ეფექტი — როდესაც ემოციური ფონი იმდენად მაღალია, რომ საღი აზრი იბლოკება. ადამიანი მიდრეკილია საკუთარი ფანტაზიების რეალობად აღქმისკენ.
რისკები და გაფრთხილებები:
სასურველია 26 დეკემბრამდე თავი შევიკავოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისგან:
ფინანსური შეცდომები: ამ პერიოდში შეძენილი ძვირადღირებული ნივთები ხშირად იმედგაცრუების მიზეზი ხდება. ან ფასია არაადეკვატური, ან ნივთს აქვს ფარული წუნი, რომელიც მოგვიანებით გამოჩნდება.
იდეალიზაცია ურთიერთობებში: ახალი რომანტიკული ნაცნობობა ახლა უფრო ფანტაზიას ემყარება, ვიდრე რეალურ თავსებადობას. ნეპტუნის გავლენით აქტიურდება ფარული კავშირები, ორმაგი თამაშები და გაურკვევლობა. პარტნიორი შეიძლება სულ სხვა აღმოჩნდეს, ვიდრე გგონიათ.
იმიჯის რადიკალური ცვლილება: პლასტიკური ოპერაციები ან სტილის მკვეთრი შეცვლა ახლა სარისკოა. შედეგი შეიძლება იყოს ბუნდოვანი და არ შეესაბამებოდეს თქვენს მოლოდინს.
ფულის გასესხება/დაბანდება: მოერიდეთ გაურკვეველ ფინანსურ სქემებს. ახლა მოტყუების ან შეცდომის დაშვების ალბათობა ძალიან მაღალია.
როგორ გამოვიყენოთ ეს ენერგია პოზიტიურად?დაძაბული ენერგიის განმუხტვა შესაძლებელია მისი სწორ კალაპოტში მიმართვით:
შემოქმედება: ეს საუკეთესო დროა ხელოვნებისთვის. დახატეთ, წერეთ, შექმენით მუსიკა. თქვენი ფანტაზია ახლა პიკშია და ილუზიები ტილოზე უფრო ლამაზია, ვიდრე ცხოვრებაში.
ქველმოქმედება და ემპათია: უანგარო დახმარება და სხვების თანაგრძნობა ანეიტრალებს ნეპტუნის ნეგატიურ გავლენას.
დასვენება და ფსიქიკის განტვირთვა: ძილი, მედიტაცია, ფილმების ყურება ან სპა-პროცედურები. მიეცით გონებას საშუალება, ცოტა ხნით მოწყდეს რუტინას.
მთავარი რეკომენდაცია:
შეინარჩუნეთ დამკვირვებლის პოზიცია. თუ გეჩვენებათ, რომ იპოვეთ „იდეალური“ სიყვარული ან „საოცარი“ ბიზნეს-შესაძლებლობა — ნუ იჩქარებთ. დაელოდეთ 26 დეკემბერს, როცა ასტროლოგიური „ნისლი“ გაიფანტება და სიტუაციას რეალურად დაინახავთ.