სართიჭალაში კორონავირუსს ბოლო 3 თვეში 4 ახალგაზრდა დედა ემსხვერპლა

Covid-19-მა სართიჭალაში მხოლოდ 3 თვეში 4 ახალგაზრდა დედა იმსხვერპლა. ამის შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე ადგილობრივი როინ ბერაძე წერს.

“კიდევ დიდი მწუხარება სოფელს – განგებამ სამი არ გვაკმარა და მეოთხე ახალგაზრდა დედა წაგვართვა, ნათია შუბითიძე ხალასი ნიჭიერი ულამაზესი გოგონა. სამ თვეში დავკარგეთ ოთხი ულამაზესი გოგონა, ავადსახსენებელ პანდემიას კი ბოლო არ უჩანს. შეძრწუნებული ვართ დიდი თუ პატარა. უფალმა ნათელში ამყოფოს ამ ალალი ახალგაზრდების სულები, განისვენონ სადაც მართალნი და ალალ-კეთილნი განისვენებენ. ვუსამძიმრებ ნათიას ოჯახს, ნათიას დედ მამას და დედმამიშვილებს თავს ზემოთ ძალა არ არის, სიმხნევეს და სიმედგრეს ვუსურვებ მათ”, – წერს როინ ბერაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები