სარა სიგერი – ეკზოპლანეტებზე სიცოცხლის არსებობა სავსებით შესაძლებელია

ასტროფოზიკოსი სარა სიგერი ამბობს, რომ ეკზოპლანეტებზე, ანუ დედამიწის მსგავს პლანეტებზე სიცოცხლის არსებობა სავსებით შესაძლებელია, მაგრამ საამისოდ შესაბამისი პირობები უნდა იყოს შექმნილი. პლანეტა არ უნდა იყოს არც ძალიან ცივი, არც ძალიან ცხელი, დაახლოებით დედამიწის ზომა უნდა ჰქონდეს და, რაც მთავარია, სიცოცხლის აღმოსაჩენად შესაბამისი ხელსაწყოები უნდა არსებობდეს.
„ტელესკოპ „კეპლერის“ მეშვეობით ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ და ბევრი, მათ შორის დედამიწაზე 2-ჯერ, 3-ჯერ მცირე ზომის ეკზოპლანეტა აღმოვაჩინეთ. ეს ტელესკოპი ეკზოპლანეტების აღმოსაჩენად, მართლაც, უნიკალურია“, – აცხადებს სიგერი.
ასტროფიზიკოსი ამბობს, რომ თავდაპირველად აუცილებელია მარსის კოლონიზაცია, თუმცა ესეც არ არის მარტივი საქმე.
„მარსი დედამიწასთან ამ პლანეტებზე გაცილებით უფრო ახლოს მდებარეობს, მაგრამ იქ მუდმივი კოლონიის მშენებლობა საკმაოდ რთულია. მარსზე ატმოსფერო ადამიანის სიცოცხლისთვის გამოუსადეგარია. გარდა ამისა, იქ ძლიერია მზის რადიაცია. მაგრამ მარსის კოლონიზაციის შემდეგ დღის წესრიგში აუცილებლად დადგება სხვა პლანეტებზე გამგზავრების საკითხი“, – ამბობს სიგერი.
მისი თქმით, ახლო მომავალში კაცობრიობას ძლიერი კოსმოსური ხომალდიც დასჭირდება, რომელიც ვარსკვლავებს შორის იფრენს.

p037hvt9 p037htgn p037hthc

კომენტარები

სხვა სიახლეები