საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა უპატრონო ლეკვი სიკვდილს გადაარჩინა (ფოტოები)

თბილისში, საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლებმა ქუჩაში უპატრონოდ დარჩენილი ლეკვი გადაარჩინეს. პატარა არსება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა თავშესაფარში წაიყვანეს.

„ეს პაწაწინა არსება ამიერიდან უსაფრთხოდ იქნება. ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იპოვა. როგორც ჩანს დაიკარგა და ქალაქის ყველაზე დიდ ქუჩაზე სულ მარტო აღმოჩნდა. მოგეხსენებათ აღამაშენებლის ხეივანში როგორი ინტენსიური მოძრაობაა, კვირა და ნახევრად ცარიელი ქუჩები არ აისახება ამ გზაზე, ჰოდა ეს ლეკვუნია უშედეგოდ ცდილობდა გზის გადაჭრას, მანქანები კი ცდილობდნენ გვერდი აევლოთ, სწორედ ამ დროს შეამჩნიეს ბიჭებმა ეს შტერუკა და გადაარჩინეს საფრთხეს. უკვე კარგად იქნება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა წაიყვანეს. სანამ მოვიდოდნენ ეკიპაჟში მოიკალათა. ცოტა ვაპოზიორეთ, უსაყვარლესია“,- წერს სოციალურ ქსელში შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები