ახალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ჟურნალისტი დავით აქუბარდია საკუთარ დისკომფორტებზე ღია ეთერში ხშირად საუბრობს. საპარიკმახერო, ყვავილის ქოთანი, “რუბილნიკი” – ეს ის ჩამონათვალია, რისი შოვნაც მას უჭირს. მოგვიანებით კი, როგორც ცნობილი გახდა, მას ყვავილის ქოთანი და “რუბილნიკი” აჩუქეს. ამჟამად, აქუბარდიას ტელეფონის დამტენის კაბელი გაუფუჭდა, რისი შოვნაც უჭირს. ამის შესახებ მან “ფეისბუქლაივში” იასუბრა.