„საოცრებას“ მაყურებელი ნოემბერში იხილავს (ვიდეო)

რ.ჯ. პალაციოს წიგნის – „საოცრებას“ ეკრანიზაციას მაყურებელი ნოემბერში იხილავს. ცოტა ხნის წინ, ინტერნეტსივრცეში ფილმის ტრეილერი გამოვიდა.

ფილმის სიუჟეტი პატარა ბიჭუნას, ავგუსტის შესახებ გვიყვება, რომელსაც სახეზე არსებული დეფექტების გამო, 27 სხვადასხვა ოპერაციის გადატანა მოუწევს. ავგუსტ პულმანის როლს ჯეიკობ ტრამბლი ასრულებს, მისი დედის როლს ჯულია რობერტსი, მამის როლს კი ოუენ ვილსონი.

ავგუსტი იშვიათი დაავადებით (ტრიჩერ კოლინზის სინდრომთ) დაიბადა, რის გამოც მას სახე დეფორმირებული აქვს. ერთი მხრივ, ის ისეთივეა, როგორიც მისი თანატოლი ბეჭები- უყვარს დაბადების დღეებზე სიარული, კომპიუტერული თამაშები, „ვარსკვლავური ომების“ ფანია, თამაშობს თავის ძაღლთან, ეჩხუბება და ურიგდება თავის უფროს დას. სხვამ მხრივ, ის სულაც არ არის ისეთი, როგორებიც მისი თანატოლები არიან. ავგუსტს მეხუთე კლასამდე სკოლაში არ უვლია, სკოლაში მისვლის შემდეგ კი იგი არაერთ თანატოლს გაიცნობს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=ngiK1gQKgK8[/youtube]

 

კომენტარები

სხვა სიახლეები