სანელებელში შემწვარი ბადრიჯანი

ინგრედიენტები:
ბადრიჯანი – 3 ცალი,
კვერცხი – 1 ცალი,
საფანელი – 5 ს/კ,
ხმელი ქინძი – 2 ს.კ,
ხმელი რეჰანი – 2 ს.კ,
მარილი, ზეთი,
გასაფორმებლად: პამიდორი ჩერი – 5 ცალი, მწვანილი.
მომზადების წესი: ბადრიჯანი მრგვალად დავჭრათ, მარილი მოვაყაროთ და 30 წუთით დავტოვოთ. საფანელი და სუნელები ერთმანეთში შევურიოთ. კვერცხი ავთქვიფოთ, მარილი მოვაყაროთ და ბადრიჯანი ამოვავლოთ, შემდეგ კი – სუნელებში. ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ. ბოლოს ჩერითა და მწვანილით გავაფორმოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები