“სანახავად არ გვანახეს შვილები, ჩაგვიყარეს უცნობები და მორჩა” – რას ჰყვებიან აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები

2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკული ნაწილია. ქვეყანას მიადგა მილიონობით ლარის მატერიალური ზარალის, დაიკარგა ტერიტორიები და უსახლკაროდ დარჩა ათასობით ადამიანი. თუმცა ყველაზე მძიმე, ალბათ, ადამიანური დანაკარგია – დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები, სამართალდამცავები, ჟურნალისტები და მშვიდობიანი მოსახლეობა. მათი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ქვეყანა დღემდე იშუშებს…
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა 2 232-ს შეადგენს, აქედან 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

აი, რას ჰყვებიან დაღუპულთა ოჯახის წევრები:

“სანახავად არ გვანახეს შვილები, ჩაგვიყარეს უცნობები და მორჩა. როცა ჩაყარეს, მეც აქ ვიყავი და პირველი დღიდან თან დავყვებოდი, მაგრამ სხვა შვილი ვიტირე – ჩემი რომელი იყო, არ ვიცოდი. რვა თვის შემდეგ მაინც გავხსენი და ვნახე “უცნობად” ჩაგდებული ჩემი შვილი. რამდენიმე გადაარჩინა, მაგრამ ჩემი შვილი დარჩა უპატრონოდ. ძნელია, 30 წელს რომ გაზრდი და ვეღარ მოეფერები“, – განაცხადა ომში ერთ-ერთი დაღუპულის დედამ.

„დატოვეს ჯარისკაცები და უფროსები წამოვიდნენ. შემდეგ მოვიდა პოლიცია, ჩემი შვილი იქ იწვოდა და დეზერტირად გამომიცხადეს, სადაა შენი შვილიო. ის კიდევ იწვოდა ცხინვალში”, – განაცხადა დაღუპულის მამამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები