“სანამ ჩინეთიდან ქარხნებს გადმოიტანენ, ჯონჯოლი რომ მოვკრიფოთ, ამით რამე დაგვიშავდება?” – ზურა შევარდნაძე

“გარდენია შევარდნაძის” მფლობელი საზოგადოებას მეგობართან ერთად ჩამოყალიბებული გეგმის შესახებ უყვება, რომლის შესასრულებლადაც მუშახელს ვერ პოულობს.

ზურა შევარდნაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook–ზე წერს:

„ერთი პატარა ამბავი მინდა, გაგიზიაროთ და თუ რამე მეშლება, ნუ დამზოგავთგამაკრიტიკეთ

ბექა ოსიშვილი დაარსების დღიდან გარდენიაში მუშაობს, რა თქმა უნდა,  ოჯახის ყველა წევრს ვიცნობ, ვახლობლობ მათთან, მათ ნათესავებსა და იმათ ნათესავებთანაც კი.. ლამისყანიდან არიან..

ახლა, საქმე რომ წახდა,  გადავწყვიტეთ, სოფელში არ დავტოვოთ ჯონჯოლი მოსაკრეფი, კარგი მარინადი დავამზადოთ და შევთავაზოთ მსურველებს ქილებით, ჯანმრთელი, ჯანსაღი, ქართული მწნილი. მოვიმარაგეთ ჭურჭელი, მარილი..

აღმოჩნდა, რომ ვერ ვშოულობთ ადამიანებს, რომლებიც ჯონჯოლის ყვავილის კრეფაში დაგვეხმარება, 30 ლარს სთავაზობდა ბექა დღეში..

ახლა მე ვკითხულობ, ვინ უნდა იმუშაოს იმ ქარხნებში ჩინეთიდან, რომ უნდა გადმოიტანონ და დიდი დავიდარაბის მერე ააგებენ ( თუ ააგებენ) საქართველოში? და სანამ ააგებენ, ჯონჯოლი  რომ მოვკრიფოთ, ამით რამე დაგვიშავდება, დაგვაკლდება?

ვერ ვიგებ, ეგებ, თქვენ გქონდეთ პასუხი“, – წერს ზურა შევარდნაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები