„სანაგვეზე იპოვა ფეხმოტეხილი, შეუყვარდა და დაიტოვა” – როკოს საკვების მოსაგებად დახმარება სჭირდება

კოკერსპანიელ როკოს და მის პატრონს დახმარება სჭირდებათ. იმისთვის, რომ ძაღლის საკვებზე გარკვეული პერიოდი სანერვიულო არ ჰქონდეთ, გათამაშებაში გამარჯვება სჭირდებათ.
ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში როკოს ისტორიას აზიარებს, რომელიც პატრონმა სანაგვეზე იპოვა, უმკურნალა და პატრონობს.

„მეგობრებო, კიდევ გაწუხებთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გვერდში დგომა.

ეს სიმპათიური ბიჭი, რამდენიმე თვის წინ, სანაგვეზე ფეხმოტეხილი იპოვა ჩემმა მეგობარმა, დაახლოებით ორი თვის იქნებოდა. შეეცოდა ნაგავსაყრელზე დასატოვებლად და სახლში წაიყვანა. დიდხანს ვერ დაიტოვებდა, რადგან ფინანსები ხელს არ უწყობდა, გაჩუქებას ეცადა, თუმცა ფეხმოტეხილი ძაღლი „ვის რად უნდოდა“. საბედნიეროდ, ერთმა ვეტერინარმა სრულიად უსასყიდლოდ უმკურნალა. ამასობაში ჩემს მეგობარს ისე შეუყვარდა, რომ დატოვება გადაწყვიტა და ახლა ექვსი თვის ვაჟბატონს პატარა ბავშვივით უვლის.

ეს ჩუსტების რისხვა გათამაშებაში მონაწილეობს, სადაც თამაშდება ძაღლის საკვები და იმისათვის, რომ დროებით საკვებზე ნერვიულობა არ მოუწიოს, საჭიროა, გადახვიდეთ ბმულზე და მოიწონოთ ცუგას ფოტო. ამჟამად ფოტოს 2300 ლაიქი აქვს, თუმცა 26 დეკემბრამდე 4400 -ზე უნდა ავიდეს, რომ პირველ ადგილზე გავიდეს. გთხოვთ, გვერდში დაუდექით და მოიწონეთ. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.

ამ ლინკზე გადადით და მოიწონეთ ფოტო:

https://m.facebook.com/photo.php/?fbid=366130848604407

უდიდესი მადლობა ყველას, ვინც დაეხმარება “,- წერს ფეისბუქმომხმარებელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები