სამ მამაკაცს ცხენის, ძროხის, თხისა და ძაღლების გაუპატიურებისთვის პატიმრობა მიესაჯა

სამი მამაკაცი აიძულებდა არასრულწლოვანს, რომ დაეჭირა შინაური ცხოველები, რათა შემდეგ მათთან სექსუალური კონტაქტი დაემყარებინა. ამგვარად, მამაკაცებმა სექსუალური კონტაქტი დაამყარეს ცხრა მდედრ ცხენთან, ძროხასთან, თხასა და უცნობი რაოდენობის ძაღლებთან. მამაკაცები დააპატიმრეს და მათ თავისუფლების 40 წლამდე აღკვეთა მიუსაჯეს.
ცხოველების გაუპატიურების ფაქტი აშშ-ის შტატ პენსილვანიაში მოხდა. სამი მამაკაცი, რომელთა ასაკი 31 წლიდან 41 წლამდეა, ქალაქ მანსონთან ახლოს, ფერმაში ცხოვრობდა. ისინი მას მერე დააკავეს, რაც 16 წლის ბიჭმა, რომელიც ამავე ფერმაში ცხოვრობდა, უთხრა პოლიციას, რომ ეს პირები ცხოველებთან სექსუალურ ურთიერთობას ამყარებდნენ.
პოლიციის ოფიცრებმა მათ სახლში აღმოაჩინეს მრავალი ვიდეოფირი, სპეციალური ეკიპირება და ვიდეოკამერა.
მამაკაცები დაისაჯნენ როგორც ცხოველებთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების, ასევე – ცხოველებზე ძალადობის, მცირეწლოვნის კეთილდღეობისთვის საფრთხის შექმნისა და გარყვნის მუხლებით. მთლიანობაში, მათ 20-დან 40 წლამდე მოუწევთ პატიმრობაში ყოფნა. ოლქის პროკურორის თქმით, მის პრაქტიკაში ეს იყო ცხოველებზე ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი შემთხვევა. მისი თქმით, მცირეწლოვანი ბიჭი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, ახლა ოლქის მზრუნველობის ქვეშ არის. ცნობილია, რომ მამაკაცების მხრიდან მის მიმართ ძალადობა გამოყენებული არ ყოფილა.
ცხოველთა დაცვის ადგილობრივმა ორგანიზაციამ ყველა ცხოველი ფერმიდან შეიფარა და მათთვის შესაფერისი განთავსების ადგილების მოძიებას ახდენს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები