“სამ დღეში მომწერა, თუ წამომყვები ავიცრებიო”-ნინჩო ჯიბლაძე 71 წლის მეგობრის ისტორიას გვიზიარებს

ჟურნალ OK-ს რედაქტორი, ნინჩო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში 71 წლის მეგობრის ამბავს გვიზიარებს:

“ერთი საყვარელი ქალი მყავს ფეისბუქ მეგობრებში. ძალიან საყვარელი, ისე უვლის თავს – არ დაიჯერებთ. წლებია მიზიარებს ლინკებს და სტატიებს თავის მოვლაზე, კვებაზე. ყველა ჩემს პოსტს ეხმიანება, სულ ჩემხელა მეგონა და ბოლო დროს გავარკვიე 71 წლის ყოფილა და კიდევ უფრო გამეხარდა, მიყვარს ასეთი ადამიანები. მოკლედ კარგა ხანია არ გამოჩნდა, არ გამოჩნდა და როცა თავად მოვიკითხე ნაწყენი ვარო მომწერა. არც მე ვიცრებიო და შენ კიდევ არ გინდა ჩემნაირ ხალხთან კონტაქტიო. ვაი გადავირიე კინაღამ, რას ლაპარაკობთ – ისე მენატრებით-მეთქი. მოკლედ დამიბრუნდა თავის ახალ-ახალი ლინკებით და დიეტებით, მასაჟის ისტორიებით და აპლიკაციებით, რომლითაც ყოველ დღე ვარჯიშობს.
ამ ყველაფერზე როგორც იქნა გავბედე და შევუტრიალე კითხვა, დაფიქრდი რატომ არ იცრები, ამდენს უვლი თავს და რა გინდა კოვიდი მოგერიოსთქო. ჰოდა არ გამოჩნდა, არ გამოჩნდა და სამ დღეში მომწერა, თუ წამომყვები ავიცრებიო.
წავედით მოკლედ ხელიხელ გაყრილები ხეჩინაშვილში, ისე გამოიყურებოდა ყბა დაუვარდა ყველას თავის ასაკი რომ გაამხილა. მერე იქ ექთნებსაც ელაპარაკა 40 წუთი თავის მოვლაზე და მილიონი რეცეპტის და პროცედურის გაგზავნას დაპირდა. იქიდან რაც წამოვედით სულ მწერს რა გადასარევადაა და როგორ ყვარებია მაინც თავი, ამას რომ გაუძლო.
#აიცერიშენთვის #აიცერისხვებისათვის”- წერს  ნინჩო.

კომენტარები

სხვა სიახლეები