სამხრეთ კორეის სარეალიზაციო ქსელში ნაბახუსევის „სამკურნალო“ ნაყინი გამოვიდა

სამხრეთ კორეის მაღაზიებში სარეალიზაციო ქსელში ნაბახუსევის „სამკურნალო“ ნაყინი გამოვიდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსმა“ განაცხადა. ცნობილია, რომ აღნიშნული ქვეყნის მოსახლეობა – აზიაში ერთ ადამიანზე ალკოჰოლის უმსხვილესი მომხმარებელია. არსებული მონაცემებით, ნაბახუსევის „სამკურნალო“ საშუალებების გაყიდვას 126 მილიონი დოლარი მოაქვს. „სასარგებლო“ ნაყინის შეძენა მაღაზიათა ქსელ Withme FS-შია შესაძლებელი. როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ეს პირველი ნაყინია, რომელიც სპეციალურად ალკოჰოლის შედეგებთან გამკლავებისთვის გამოუშვეს.
სამხრეთ კორეაში ეს ნაყინი გუშინ, 20 მაისს გაჩნდა სარეალიზაციო ქსელში. მის შემადგენლობაში მცენარე Hovenia dulcis-ის წვენი შედის. ჰოვენია, ან როგორც მას უწოდებენ – კანფეტის ხე – ნაბახუსევთან ბრძოლის ტრადიციული საშუალებაა.

13250285_1192604014113168_1289540762_n

კომენტარები

სხვა სიახლეები