სამხრეთ აფრიკაში ვარდისფერი სპლიყვი იპოვეს (ვიდეო)

სამხრეთ აფრიკაში, გიდმა, ტიმ იანსენ ვან ნიურენმა ვიდეოზე უცნაური, ვარდისფერი სპლიყვი დააფიქსირა. გიდი ტურისტების ჯგუფს მიყვებოდა, როდესაც სპილოების პატარა ჯოგი დაინახა. სპლიყვი, რომელიც დაახლოებით 2-3 კვირის იყო, თავის თანატოლებთან თამაშობდა.
ვან ვიურენის თქმით, მან კამერაზე ლეიკიზმის მქონე სპლიყვი დააფიქსირა. ეს ცხოველებში ზედაპირის პიგმენტის ნაწილობრივ დაკარგვას ნიშნავს. ასეთი დაავადების მქონე ცხოველები ბუნებაში ძალიან იშვიათად გვხვდება.
ხანდახან ლეიკიზმი ალბინიზმში ეშლებათ. ამ უკანასკნელის დროს ცხოველის ორგანიზმში მელანინის პიგმენტის სინთეზი არ ხდება, ხოლო ლეიკიზმის დროს პიგმენტური უჯრედები საერთოდ არ არის.

კომენტარები

სხვა სიახლეები