სქემა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, კვაზულუ ნატალეს პროვინციის ერთ-ერთი ქალაქის მერმა შესთავაზა ადგილობრივებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებმა დაგმეს. სქემის მიხედვით, სტუდენტ გოგონებს დაფინანსებას იმ შემთხვევაში მისცემენ, თუ ისინი სწავლის პერიოდში ქალიშვილები იქნებიან.
18 წლის თუბელილე დლოდლო იმის გამო ნერვიულობს, რომ მალე მას საკუთარი სახლის დატოვება მოუწევს. მან სწავლის დაფინანსება მიიღო, მაგრამ თანხას იმ შემთხვევაში ჩაურიცხავენ, თუ ის უბიწოებას შეინარჩუნებს.
“ქალიშვილად უნდა დავრჩე, ეს არის ჩემი განათლების ერთადერთი შანსი, ვინაიდან მშობლებს არ აქვთ საშუალება, უნივერსიტეტში მასწავლონ”, – ამბობს დლოდლო. იმისთვის, რომ დაფინანსების მიღება გაგრძელდეს, გოგონამ ქალიშვილობის ტესტები რეგულარულად უნდა გაიაროს, მაგრამ ის სულაც არ არის ამის წინააღმდეგი. “ქალიშვილობის ტესტი ჩემი კულტურის ნაწილია და არ ვთვლი, რომ ჩემ პირადში იჭრებიან. მე სიამაყეს ვგრძნობ მას შემდეგ, რაც მტკიცდება, რომ სუფთა ვარ”.
წყარო:http://www.ambebi.ge