სამხედრო სტილის ბანაკები ჭარბწონიანებისთვის — პოპულარული პროგრამა ჩინეთში

ჩინეთში იზრდება ინტერესები ე.წ. სამხედრო სტილის გახდომის ბანაკების მიმართ, სადაც ჭარბწონიანი ადამიანები ნებაყოფლობით გადიან ინტენსიურ, რამდენიმე კვირიან პროგრამას. მონაწილეები, როგორც წესი, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობენ სპეციალურ დახურულ სივრცეში, იცავენ მკაცრად განსაზღვრულ კვებით რეჟიმს და ყოველდღიურად საათობით ვარჯიშობენ ინსტრუქტორების კონტროლის ქვეშ.

პროგრამების პოპულარობა უკავშირდება ქვეყანაში ჭარბწონიანობის მზარდ პრობლემას. ოფიციალური მონაცემებით, ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტს ჭარბი წონა ან სიმსუქნე აქვს, ხოლო მაჩვენებელი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება ახალგაზრდებში. სპეციალისტები მიზეზებად ასახელებენ ურბანიზაციას, ფიზიკური აქტივობის შემცირებას და კვების ჩვევების ცვლილებას.

ბანაკები კერძო სექტორში ფუნქციონირებს და მათი მთავარი მიზანი მოკლე ვადაში თვალსაჩინო შედეგის მიღწევაა. მიუხედავად მკაცრი დისციპლინისა, პროგრამებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წონის გრძელვადიანი კონტროლი მხოლოდ დროებით ინტენსიურ რეჟიმზე არ არის დამოკიდებული და ცხოვრების წესის სისტემურ ცვლილებას საჭიროებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები