„თბილისობა 2015“-ის ღონისძიებების ფარგლებში, ევროპის მოედანზე სამხედრო ორკესტრების კონცერტი გაიმართა.
კონცერტს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელი და თბილისის მერი დავით ნარმანიაც დაესწრნენ. ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ.
კონცერტი სამხედრო ორკესტრების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა და მასში საქართველოს გარდა, მონაწილეობა მიიღეს სამხედრო ორკესტრებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და თურქეთიდან. ერთობლივ კონცერტზე სამხედრო მარშები და თანამედროვე მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა.