თესალონიკის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახური, 46 წლის მამა თეოლოგი კორონავირუსს ემსხვერპლა. ინფორმაციას მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე ავრცელებს.
“ძალიან სამწუხარო ამბავი…
46 წლის ასაკში, კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ჩვენი ძმა და თანამწირველი ქრისტეში, არქიმანდრიტი თეოლოგი, თესალონიკის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახური.
სამწუხაროდ მამა თეოლოგი არ იყო აცრილი და საავადმყოფოში მკურნალობაზეც მკაცრი უარი განაცხადა, გუშინ დილით კი ღვთივგანისვენა.
ღმერთმა აცხოვნოს მისი სული.
პ.ს: მისი ძმა, ასევე არქიმანდრიტი ამ წუთებშიც სიკვდილს ებრძვის”… – წერს მღვდელმონაზონი.