“რუსულ ბრილიანტზე” გაცვლილი „სამშობლო“ – სოსო პავლიაშვილმა კავკასია რუსეთის ბრილიანტად შერაცხა (ვიდეო)
„კავკასია ბრილიანტია რუსეთის იმპერიის გვირგვინში“, – ეს განცხადება რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა, მოსკოვის “კროკუს სიტი ჰოლში” გამართულ საიუბილეო კონცერტზე გააკეთა. ფრაზა, რომელმაც ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში ხმაური გამოიწვია, მომღერალმა კონცერტის „Небо на ладони“ -ს სცენაზე გამოსვლისას იხმარა.
„რეგიონი, რომელსაც მე ახლა დავასახელებ, ბრილიანტია რუსეთის იმპერიის გვირგვინში და რაც უფრო გადის დრო, მით მეტად გრძნობს მთელი რუსეთი სიყვარულსა და ერთგულებას რეგიონიდან, რომელსაც ჩემი კავკასია ეწოდება”,- აღნიშნა პავლიაშვილმა სიმღერა „Мой Кавказ“-ის წარდგენისას.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1989 წელს, სოსო პავლიაშვილი გულანთებული უმღეროდა „სამშობლოს“. მის მიერ შესრულებული სიმღერა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ჰიმნი გახდა, საბჭოთა კავშირის რღვევის საწყის ეტაპზე. პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებულმა სიმღერამ, რომელსაც სხვაგვარად „თენდება“-თიც მოიხსენიებენ, იმ დროის ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ კონკურსში „იურმალა“ გამარჯვება მოიპოვა.
https://www.youtube.com/watch?v=zeHLyiWAUc4