თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის მსახიობი და რეჟისორი იზა ვეფხვაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და არსებულ რეალობაზე საუბრობს:
“სულ 10 – 15 წუთია საჭირო, თვალი გადაავლო ახალ ამბებს, ინფორმაციებს, გადახედო ინტერნეტსივრცეში საზოგადოების განწყობებს, რომ დარწმუნდე : სამყარო სრულად შეშლილია, უფსკრულის პირას დგას და უკვე ყველაფერი წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას ჰგავს…უბრალოდ, სანამ ცოცხალი ხარ არ უნდა გაბედო სიკვდილი…ესაა და ეს…ბრძოლასაც ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ სიცოცხლესაც უნდა ჰქონდეს აზრი…სრული ფსკერია , ან იწყებს სამყარო ამოსვლას ამ ჭაობიდან, ან დასასრულია…პესიმისტი არ ვარ, მჯერა დიდი დაღმართის შემდეგ ყოველთვის აღმართია, სიბნელის შემდეგ სინათლე, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა, ამ მძიმე ჟამს, ეს რომ დაუშვას უფალმა, იოტისოდენა სიყვარული და სინანული მაინც უნდა იყოს სამყაროში…
ვწუხ…ძალიან ვწუხ…არადა , რა ლამაზია სამყარო…ფული რომ არა, ყველაფერი კარგად იქნებოდა…ფულზე იყიდება ყველაფერი…ფული ღუპავს სამყაროს…ფული აქამდე ბევრს გვეგონა, რომ სხეულის გადასარჩენად იყო საჭირო, არადა სულის წარსაწყმედად ყოფილა გამოგონილი…წარმოიდგინეთ , ერთი წუთით სამყარო ფულის გარეშე…ყველა ადამიანი დაიბრუნებს ადამიანურ სახეს…ჰო, სახეს…სახეებიც კი არაადამიანურად იცვლება ირგვლივ, თუ მე მეჩვენება? ხედავთ სათნო, კეთილშობილ, წმინდა , ნათელ საახეებს, ისეთს, ჩვენს წინაპრებს რომ ჰქონდათ?!
გზადაგზა ერთ ინფორმაციასაც წავაწყდი…რამდენიმე სანავიგაციო კომპანიას მგზავრების მისალმებისას ხმარებიდან ამოუღია სიტყვები: ქალბატონებო და ბატონებო…ეს თურმე ადამიანების უფლებების შელახვა ყოფილა…
შეშლილი სამყარო…
სამშობიარო საახლებს რა ეშველებათ:, რა უნდა ახარონ მშობელს : გოგო თუ ბიჭი?!, რადგან ეს სიტყვებიც მალე ბევრ ქვეყანაში ხმარებიდან ამოდისო…
სამყაროს ორი პოლუსი რომ დასრულდება, სამყაროც დასრულდება..”-წერს იზა ვეფხვაძე.
Next Post
სხვა სიახლეები