კანადელმა ლეონ სვენსონმა და დევიდ ტეიტმა გაარკვიეს, რომ 41 წლის წინ, ისინი სამშობიარო სახლში შეცვალეს, რის გამოც მამაკაცები არაბიოლოგიურმა მშობლებმა გაზარდეს.
ინციდენტი Norway House Indian Hospital-ში 1975 წელს მოხდა. აღსანიშნავია, რომ ჩვილები სამი დღის განსხვავებით დაიბადნენ.

ამ წლების განმავლობაში მამაკაცები კანადაში, მანიტობის პროვინციაში ცხოვრობდნენ, სადაც მხოლოდ 5 ათასი მოსახლეა, აქედან გამომდინარე, ისინი ერთმანეთსაც იცნობდნენ.
დნმ ტესტმა, რომელიც მამაკაცებმა მას შემდეგ გაიკეთეს, რაც გაირკვა, რომ აღნიშნულ საავადმყოფოში 1975 წელს, ჩვილების შეცვლას ადგილი მანამდეც ჰქონია, დადებითი პასუხი აჩვენა.
პრესკონფერენციაზე მამაკაცებმა ცრემლები ვერ შეიკავეს და აღნიშნეს, რომ ადამიანებს, რომლებმაც ისინი გაზარდეს ძველებურად მშობლებად მიიჩნევენ, მაგრამ მათ ახლა ახალი მშობლები იპოვეს და ერთ დიდ ოჯახად იცხოვრებენ.
კანადის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შიდა გამოძიების გამოძიების ბრძანება გასცა. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ სხვა მსგავსი შემთხვევებიც არსებობდეს.

წყარო: http://pia.ge