აშშ-ის ქალაქ ბოლდერის კოლორადოს უნივერსიტეტის ასტრონომებმა დაადგინეს, რომ უახლოეს 100 წელიწადში მზემ შესაძლოა „სუპერელვარება“ წარმოშვას – რაც ჩვეულებრივ ელვარებასთან შედარებით ათასჯერ უფრო მეტ ენერგიას შეიცავს. მსგავსი მოვლენები ახალგაზრდა ვარსკვლავებს ახასიათებს და აქამდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ მზის სისტემაში ასეთი რამ შეუძლებელია. ამის შესახებ გამოცემა Science Alert-ი წერს.
მეცნიერებმა კოსმოსური ტელესკოპებით და ნიუ-მექსიკოში მდებარე ობსერვატორია Apache Point-ის მიერ მოპოვებული მონაცემები შეისწავლეს. მათ აღმოაჩნეს მზის ანალოგიური 43 ვარსკვლავი, რომლებსაც „სუპერელვარება“ ერთხელ მაინც წარმოშვეს. ახალგაზრდა ვარსკვლავებზე ასეთი მოვლენები ყოველ კვირას ხდება, შედარებით ძველებზე კი – რამდენიმე ათას წელიწადში ერთხელ. თუმცა, პოტენციური ელვარების ძალისა და დედამიწაზე მისი გავლენის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.
მკვლევარების აზრით, „სუპერელვარებამ“ შესაძლოა თანამედროვე ცივილიაზიის ტექნოლოგიური კოლაფსი შექმნას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტრილიონობით დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენოს და ტექნოგენური კატასტროფები და სტიქიური უბედურებები გამოიწვიოს.
წყარო:https://imedinews.ge