მსახიობი, ედმონდ მინაშვილი, დეკანოზ ალექსი როხვაძის და მისი 8 წლის შვილის გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“გუშინ ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო მამაო, თბილისში ჩამოხვედით, დედაჩემი ჩამომიყვანეთ და ისევ უკან, სოფელში გაბრუნდით, თითქოს დამემშვიდობეთ, უკანასკნელად დამლოცეთ. აბა სხვა რა ვიფიქრო, გუშინდელი ჩვენი შეხვედრა და ტრაპეზი განსაკუთრებულად თბილი და ემოციური იყო …
დღეს კი სამუდამოდ დაგვტოვეთ თქვენს პატარა ანგელოზთან ერთად …
არ ვიცი რა დავწერო …. სიტყვებს ვერ ვპულობ … ვწერ და თითებს ძლივს ვიმორჩილებ … ჩვენი ოჯახის უდიდესი ტკივილი ხართ …
მშვიდობოთ ჩემო გულწრფელო მეგობარო …
ცათა სასუფეველი დაგიმკვიდოთ უფალმა თქვენს პატარა ანგელოზთან ერთად … დიდი მადლობა ყველაფრისათვის … მიყვარხართ … 💔💔💔”-წერს მსახიობი.
უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიის გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ვანი-ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი.