სამსახურში “გადაწვა” უკვე ოფიციალური სამედიცინო დიაგნოზია

სამსახურში დიდი რაოდენობით სტრესი ჩვენ უმეტესობას, ალბათ, ერთხელ მაინც გამოუცდია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწვა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში (ICD-11) ჩაამატა, რომელსაც ექიმები დიაგნოზის დასადგენად იყენებენ.

გადაწვა ICD-11-ის იმ სექციაში მოხვდა, სადაც სამსახურსა და უმუშევრობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებია ჩამოთვლილი. კლასიფიკაციაში ნათქვამია, რომ ექიმებმა პაციენტს გადაწვის დიაგნოზი იმ შემთხვევაში შეუძლიათ, დაუსვან, თუ მათ შემდეგი სიმპტომები ახასიათებთ:

დაღლილობისა და გამოფიტვის შეგრძნება;

სამსახურისადმი უარყოფითი აზრებისა და ცინიკური დამოკიდებულების ქონა;

შემცირებული პროფესიული ეფექტურობა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ დიაგნოზის დასმამდე ექიმებმა უნდა გამორიცხონ მღელვარება და ხასიათის სხვა დარღვევები. დიაგნოზი, ასევე, მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო გარემოს ეხება.

გადაწვა დიდი ხნის განმავლობაში დაუზუსტებელი და ბუნდოვანი კონცეფცია იყო. მეცნიერები ათწლეულები მუშაობდნენ იმაზე, რომ ამ მდგომარეობის ზუსტი და კონკრეტული განმარტება შეექმნათ.

ჟურნალ SAGE Open-ში 2017 წელს გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით, ფსიქოლოგი ჰერბერტ ფროიდენბერგერი იყო პირველი, რომელმაც 1974 წელს გადაწვის შესახებ პირველი ოფიციალური კვლევა გამოაქვეყნა.

სტატიის ავტორები – ლინდა და ტორსტენ ჰეინმენები აცხადებენ, რომ ოთხი ათწლეულის განმავლობაში გადაწვის შესახებ ასეულობით კვლევა გამოქვეყნდა. ამ დროის განმავლობაში გადაწვა რეალურ დიაგნოზად არ განიხილებოდა მიუხედავად იმისა, რომ ის “საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი ფსიქიკური პრობლემა იყო”.

მათი თქმით, კიდევ ერთი პრობლემა დეპრესიისა და გადაწვის ერთმანეთისგან განსხვავება იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები